Wir verwenden Cookies, um die Benutzerfreundlichkeit dieser Webseite zu erhöhen (mehr Informationen).

Prof. Dr. Werner Gitt

Aus dem Inhalt: „Klar ist, dass niemand beweisen kann, dass es keinen Gott gibt, aber ist andererseits seine Existenz beweisbar? Wenn das Letztere möglich ist, dann sind die atheistischen Verbände einem Irrtum aufgesessen. Kann man darüber hin­aus zeigen, dass es den biblischen Gott gibt, dann gehen die Atheisten auf die Hölle zu, denn die Bibel sagt: „Deren Los ist die dunkelste Finsternis“ (Judas 13b).“

Dieses Traktat eignet sich besonders gut zur Weitergabe an suchende Menschen!

8 Seiten, Best.-Nr. 125-58, Kosten- und Verteilhinweise | Eindruck einer Kontaktadresse



ის არსებობს - ჩვენი ღმერთი

მრავალი ადამიანი ცდილობს ღმერთის თემას გვერდი აუაროს, მაგრამ ამას ადვილად ვერ აღწევენ.

ლონდონში ათეისტებს სურდათ წითელ ორსართულიან ავტობუსებზე რეკლამის განთავსება, რომ ღმერთი არ არსებობს. ეს იდეა არ განხორციელდა მარტოოდენ ინგლისური სარეკლამო კანონის გამო, რომლის მიხედვით მხოლოდ იმის რეკლამირება არის სესაძლებელი, რისი კონკრეტული ფაქტებით დამტკიცებაც შეიძლება. ხოლო არცერთ აგიტატორს არ შეეძლო იმის დამტკიცება, რომ ღმერთი არ არსებობს. გამოსავალი, რომ ეპოვნათ სლოგანი ასე შეცვალეს: ”შესაძლოა ღმერთი არ არსებობს”. ეს სლოგანი კი საბოლოო ჯამში შეიცავდა ალბათობას, რომ ღმერთი შესაძლებელია არსებობდეს და ზოგიერთი ადამიანი სერიოზულად დაფიქრდა ამ კითხვაზე.

გერმანიაში ათეისტების სარეკლამო აბრების საზოგადოებრივ ტრანსპორტზე განთავსება არ არის ნებადართული და მათ ამის გამო საკუთარი სარეკლამო ავტობუსების სამოგზაურო ტურებში გაშვება გადაწყვიტეს. გერმანული სლოგანი ინგლისურთან შედარებით არ გამძაფრებულა და ასე ჟღერდა: ”[შეზღუდული უეჭველი ალბათობით] ღმერთი არ არსებობს”.

მოაზროვნე ადამიანი იკითხავს, თუ რატომ ირჯებიან ათეისტები იმის გამო, რაც მათი აზრით არ არსებობს? ცხადია არავის შეუძლია დაამტკიცოს ღმერთის არარსებობა, მაგრამ მისი არსებობის დამტკიცება კი შეიძლება? თუ ეს შესაძლებელია, მაშინ ათეისტური გაერთიანებები ცდომილებაში იმყოფებიან. თუ დამტკიცდება, რომ ბიბლიური ღმერთი არსებობს, მაშინ ათეისტებს სამსჯავრო ელით, რადგან ბიბლია ამბობს: რომელთათვისაც უკუნი წყვდიადია შენახული (იუდ. 13)

ჩვენ გვინდა ამ კითხვას ღმერთის არსებობის ორი ახალი მტკიცებულებით ვუპასუხოთ. რომაელთა წერილში მოყვანილი ფორმულირება: შეიცნეს ღმერთი და არ ადიდეს (რომ. 1:21) ძალიან ძლიერი გამონათქვამია და ამოწმებს, რომ ღმერთის გამოცხადება ბიბლიის გარეთაც ხდება და ამიტომ მისი არსებობის დამტკიცება შესაძლებელია. თუმცა ამგვარი მტკიცებულებები პირდაპირ მორწმუნედ ვერ აქცევს ადამიანს, მათ მაინც მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვთ - ეწინააღმდეგებიან ათეიზმს და გამოდგება რწმენაში დამაბრკოლებელი ზოგიერთი ბარიერის აღმოსაფხვრელად ან მოსაშორებლად. ღმერთის არსებობის ძველი მტკიცებულებები არისტოტელეს, ანსელმ კენტერბერიელს და თომა აქვინელს ეკუთვნით. აქ ჩვენ ორ მტკიცებულებას წარმოვადგენთ, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ამ ტრაქტატის ავტორმა განავითარა, კერძოდ ბუნების კანონებიდან გამომდინარე ინფორმაციას და წინასწარმეტყველურ-მათემატიკურ მტკიცებულებას.

ბუნების კანონებიდან გამომდინარე მტკიცებულება

ბუნების კანონების შესახებ ინფორმაციიდან ვიცით, რომ ყველა არსების უჯრედებში არსებულ უზარმაზარ ინფორმაციას გონიერი პირველმიზეზი ესაჭიროება. ღმერთის არსებობის ისტორიული მტკიცებულების საპირისპიროდ, რომელიც ფილოსოფიაზეა ორიენტირებული, გონიერი პირველსაწყისის, ღმერთის არსებობის დამადასტურებელი ბუნების კანონების შესახებ ინფორმაცია შემოგვაქვს. კანტს, რომელიც 200 წლის წინ ცხოვობდა და ღვთის არსებობის დამამტკიცებელი არგუმენტების დამამსხვევლად ითვლებოდა, ვერ მოვიშველიებთ, რადგან იმ დროს საბუნებისმეტყველო ცოდნის მხოლოდ მცირე ნაწილი იყო ცნობილი. ამის შესახებ დაწვრილებით შეგიძლიათ ნახოთ ჩემს წიგნში: ”დასაწყისში იყო ინფორმაცია”.

წინასწარმეტყველურ-მათემატიკური მტკიცებულება

ბიბლია შეიცავს 3000-მდე უკვე აღსრულებულ წინასწარმეტყველებას. ამის კარგი მაგალითია მეორე რჯულში (2. რჯ. 28:64-65) ჩაწერილი წინასწარმეტყველება ღვთის რჩეული ერის - ისრაელიანების - მთელს მსოფლიოში გაფანტვისა და იერემია წინასწარმეტყველის (იერ. 16:14-15) მიერ ნათქვამი ისრაელიანთა აღთქმულ მიწაზე დაბრუნების შესახებ რაც 2000 წლის შემდეგ, 1948 წელს ისრაელის სახელმწიფოს შექმნით აღსრულდა. ასეთი ხარისხი მსოფლიოს ისტორიაში არსებულ არცერთ წიგნს არ აქვს. ამით ჩვენ ჭეშმარიტების დადგენის ერთადერთი კრიტერიუმი გადმოგვეცა ხელთ. განა შეიძლება ადამიანებს 1500 წლის მანძილზე ამგვარი ზუსტი წინასწარმეტყველებები ეუწყოთ? ისინი მხოლოდ შემთხვევითობის წყალობით აღსრულდნენ თუ იმიტომ, რომ ბიბლიის ავტორი თავად ყოვლისმცოდნე ღმერთია, რომელიც ისტორიის მსვლელობაში საგრძნობ წინასწარმეტყველებებს იძლევა?

შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ეს რას ნიშნავს? მოდით ამისათვის მაგალითი მოვიშველიოთ: წარმოვიდგინოთ უცნაური შავი ჭიანჭველების გროვა, რომელშიც მხოლოდ ერთი წითელი ფერის ჭიანჭველა ურევია. ადვილი დასაკვირვებელია - რაც უფრო დიდდება ეს გროვა, მით უფრო მცირდება შესაძლებლობა (მაგ.: ახვეული თვალით) წითელი ჭიანჭველის გამორჩევისა. კითხვა ასე ჟღერს:

ჭიანჭველების რა რაოდენობის გროვა იძლევა წითელი ჭიანჭველის შემთხვევითი პოვნის შესაძლებლობას, რომელიც სიდიდით არაფრით განსხვავდება დანარჩენებისგან, ისე, რომ 3268 წინასწარმეტყველების შემთხვევითი აღსრულება გახდეს შესაძლებელი?

ჩვენ ვიწყებთ შეფასებას: ჭიანჭველებით სავსე აბაზანა ეყოფა თუ ბოდენის ტბის წყლის მოცულობის ჭიანჭველების რაოდენობა? ან იქნებ ეს პლანეტა უნდა ავავსოთ ჭიანჭველებით? ანგარიში გვიჩვენებს: ეს ყველაფერი საკმაოდ მცირეა. მაშ რა? იქნებ ეს უზარმაზარი და წარმოუდგენლად დიდი სამყარო უნდა ავავსოთ ჭიანჭველებით? ან იქნებ ორი ამხელა სამყაროს, ან იქნებ ასი, ათასი ამხელა სამყაროს ავსება გვმართებს? მხოლოდ მათემატიკური ანგარიში აღემატება ჩვენს წარმოდგენებს და გვეუბნება უნივერსუმების ნამდვილ რაოდენობას. ციფრი ათი რვაასოთხმოცდათექვსმეტი ნულით! რას გამოხატავს რიცხვი 10 რომელსაც 896 ნული მოსდევს? ჭიანჭველებით სავსე უკიდეგანო სამყაროს? 

ალბათობა, რომ 3000 წინასწარმეტყველება შემთხვევით შეიძლება აღსრულებულიყო, პრაქტიკულად ნულის ტოლია. მათემატიკური ანგარიშის შედეგად მიღებული რიცხვები გიგანტურად და ტრანსასტრონომიულად იზრდება, რომ ჩვენი აზროვნება და წარმოდგენის უნარი რეალობის აღსაქმელად წაახალისოს. დაწვრილებითი გაანგარიშება მოყვანილია ჩემს წიგნში, რომელსაც ეწოდება ”წერია”. გამაოგნებელი შედეგები შეგვიძლია მოკლედ შევაჯამოთ: წინასწარმეტყველურ-მათემატიკური მტკიცებულებებით, შესაძლებელია ყოვლისმცოდნე და ყოვლადძლიერი ღმერთის არსებობის დამტკიცება, რომელიც ბიბლიური ღმერთის იდენტურია. აქედან 3 მნიშნველოვანი შედეგი გამომდინარეობს: 

1. ბიბლია ღვთივბოძებულია
და ის ჭეშმარიტია

არცერთ ადამიანს არ შეუძლია წინასწარმეტყველების ფორმულირება, რომელიც ზუსტად აღსრულდება. ბიბლიის ავტორი ყოვლისმცოდნე და ყოვლადძლიერი ღმერთია (2 ტიმ. 3:16) და ამიტომ მთლიანი ბიბლია ჭეშმარიტია. იესო ლოცულობს მამის მიმართ: შენი სიტყვა ჭეშმარიტებაა (იოან. 17:17), ხოლო მოციქული პავლე ამოწმებს: მწამს ყოველივე რაც... დაწერილია(საქ. 24:14). ის დაიმედებული იყო ღმერთზე ”წინასწარმეტყველურ-მათემატიკური მტკიცებულებების” გარეშე.

2. არ არსებობს სხვა ღმერთი ბიბლიური ღმერთის გარდა

ღმერთის არსებობის არცერთი მტკიცებულება, რაც წარსულში იქნა შემოტანილი, კონკრეტულ ღმერთს არ ამტკიცებს. ეს მტკიცებულებები ზოგადია და ყველა რელიგიას ესადაგება. ”წინასწარმეტყველურ-მათემატიკური მტკიცებულებები” კი ცალსახად მიუთითებს ბიბლიური ღმერთისკენ და მისი ძის - იესო ქრისტესაკენ. ამგვარი მტკიცებულებები არ მიესადაგება არცერთი რელიგიის ღმერთს. ამასთან დაკავშირებით ბიბლია ამბობს, რომ ადამიანებს თავიანთ რელიგიებში უამრავი ღმერთი ჰყავთ მოხმობილი: და თუ კიდევ არიან ეგრეთწოდებული ღმერთები ან ცაში, ან მიწაზე (თითქოს არის მრავალი ღმერთი და მრავალ უფალი), ჩვენ კი ერთი მამა ღმერთი გვყავს, რომლისგანაც არის ყველაფერი და ჩვენც მისთვის ვართ, და ერთი უფალი იესო ქრისტე, რომლის მიერ არის ყველაფერი და ჩვენც მის მიერ (1. კორ. 8:5-6).

კერპთმსახურება ნეიტრალურ მდგომარეობაში ყოფნა არ არის. მათეს სახარებაში ვკითხულობთ როგორ მოითხოვა სატანამ, რომ იესოს მისთვის ეცა თაყვანი. უფალმა მას ღვთის სიტყვა დაუპირისპირა: უფალს, შენს ღმერთს ეცი თაყვანი და მხოლოდ მას ემსახურე (მათ. 4:10). ახალი აღთქმის მიხედვით კერპთმსახურებით ადამიანი ბოროტ სულებს ემსახურება (1 კორ. 10:20) და ამით ადგილს უთმობს სატანის თაყვანისცემას, რასაც უფალი იესო მკვეთრად ემიჯნება. კერპთმსახურება იმ ცოდვათა რიგს განეკუთვნება, რომელთა გამო ადამიანი ღვთის სასუფევლის მიღმა დარჩება (1 კორ. 6:9; გალ. 5:20-21; გამოცხ. 21:8, 22:15).

3. ათეიზმი დამარცხებულია

ათეიზმი ორმაგად არის დამარცხებული - ”ბუნების კანონებიდან გამომდინარე” მტკიცებულებებით და ”წინასწარმეტყველურ-მათემატიკური” მტკიცებულებებით. ბიბლია ათეისტურ აზროვნებას ასე განსჯის ფსალმუნებში: თქვა უგუნურმა თავის გულში: არ არის ღმერთი (ფს. 13:1) ან სიკეთე არ ექნება უკეთურს (მარადიულად), ვინაიდან არ მოიშიშებს უფლის წინაშე (ეკლ. 8:13). ათეისტები მხოლოდ სიცარიელეს კი არ ეჭიდებიან, არამედ დაღუპვის გზას ადგანან: ვინც არ ირწმუნებს, მსჯავრი დაედება (მარკ. 16;16).

ხსნა შესაძლებელია

ამ წერილს არავისი განკითხვა არ სურს დღემდე განვლილი გზის გამო - არც მრუშის და არც სიცრუის მთქმელის, არც რომელიმე რელიგიის აღმსარებლისა და არც ათეიზმის მისიონერებისა. მიზანი ცდომილების გზაზე შემდგარი ადამიანების მოწოდებაა, რომ ამ წუთისოფლად ყველა ცოდვილს შეუძლია მოექცეს. იოანეს სახარებაში საყოველთაო შედეგია შეჯამებული: რადგან იმისათვის კი არ მოავლინა ღმერთმა თავისი ძე (იესო) სოფლად, რომ დასაჯოს ეს სოფელი, არამედ, რათა იხსნას ეს სოფელი მისი მეშვეობით. ვისაც ის სწამს, არ დაისჯება, ხოლო ვისაც არ სწამს, უკვე დასჯილია, რადგან არ ირწმუნა ღვთის მხოლოდშობილი ძის სახელი (იოან. 3: 17-18). რადგნა ღმერთმა ჩვენს გულებში მარადიულობა ჩადო (ეკლ. 3:11), ამიტომ მიწიური ცხოვრების ყველა ასპექტის სრული განხორციელება შეუძლებელია. ჩვენ მარადიული არსებები ვართ და ამიტომ ჩვენ არსებობას არასდროს შევწყვეტთ. სიკვდილის კედლის მიღმა მხოლოდ ორი ადგილია - სასუფეველი და ჯოჯოხეთი. პირველი მათგანი წარმოუდგენლად საუცხოოა და მეორე მათგანი წარმოუდგენლად საშინელი. ღმერთის ნებაა, რომ ჩვენ სასუფეველში თავისთან ვყავდეთ. ამისათვის კი იესო ქრისტე გვესაჭიროება. ის არის სასუფევლის კარი, რადგან იგი გვათავისუფლებს ცოდვისაგან და ახალი სიცოცხლის პერსპექტივას გვჩუქნის. თუ თქვენ გადარჩენის სურვილი გაქვთ და გინდათ სასუფევლის დამკვიდრება, უნდა მიატოვოთ უღვთო გზა და უფალი იესო მიიღოთ თქვენს ცხოვრებაში. ამაში ლოცვა დაგეხმარებათ:

”უფალო იესო, მე ვიცნობ შენს სახელს. აქამდე კი ისე ვცხოვრობდი, თითქოს შენ არ არსებობდი. ახლა შევიცანი ვინ ხარ შენ და ამიტომ პირველად ჩემს ცხოვრებაში მოგმართავ ლოცვით. მე ახლა უკვე ვიცი, რომ სასუფეველი და ჯოჯოხეთი არსებობს. მიხსენი ჯოჯოხეთისგან, რომლისკენაც ჩემი ცოდვების და უპირველეს ყოვლისა ურწმუნოების გამო მივექანებოდი. მე მსურს მარადიულად შენთან ერთად ვიყო ცათა სასუფეველში. გაცნობიერებული მაქვს, რომ სასუფეველში ჩემი დამსახურების გამო კი არა, შენი რწმენის მეშვეობით შემიძლია შესვლა. რადგან შენ გიყვარვარ, ჩემი გულისთვისაც გაეკარი ჯვარზე, ჩემი შეცოდებები შენ აიღე და გამომისყიდე. მადლს გწირავ ამისათვის. შენ ხედავ ყველა ჩემს ცოდვას ბავშვობის დროიდან მოყოლებული. ჩემს ცხოვრებაში თითოეული ცოდვა შენთვის ნაცნობია - ისინიც რაც მახსოვს და ისინიც რაც დიდი ხანია დავიწყებული მაქვს. შენ ყველაფერი იცი ჩემს შესახებ, რადგან მიცნობ. ჩემი გულის ნებისმიერი მდგომარეობისას დაიმედებული ვარ შენზე. სიხარულსა თუ ჭირში, კეთილდღეობასა თუ სასოწარკვეთილებაში. შენს წინაშე ვარ, როგორც გადაშლილი წიგნი. ისეთი, როგორიც ახლა ვარ და როგორც აქამდე მიცხოვრია, ვერ წარვდგები შენი და ცოცხალი ღმერთის წინაშე და ამიტომ, ვერც ცათა სასუფეველს დავიმკვიდრებ. ამიტომ გთხოვ მომიტევო ყველა ჩემი ცოდვა, რომელთა გამოც ძალიან მტკივა გული. შემეწიე, რომ ყოველივე გამოვასწორო, რაც შენთვის არ არის სწორი. შემძინე ახალი, შენს მიერ კურთხეული ჩვევები. გამიხსენი გზა შენი სიტყვისაკენ, ბიბლიისაკენ. შემეწიე, რომ გავიგო რისი თქმა გსურს, რათა შენს სიტყვაში ახალი ძალა და სიცოცხლის სიხარული ვპოვო. ამიერიდან ჩემი უფალი იყავ, რომელსაც მინდა ვეკუთვნოდე და მივყვებოდე. მიბოძე მორჩილი გული და მიჩვენე გზა, რომელზეც უნდა ვიარო. მადლობას გიხდი, რომ შეისმინე ჩემი ლოცვა. მე მწამს აღთქმისა, რომ მოქცევის შემდეგ ღმერთის შვილი გავხდი და მარადიულად შენთან ერთად ვიქნები ცათა სასუფეველში. მე მოხარული ვარ უდიდესი უპირატესობით, რომ ამიერიდან ყოველგვარ სიტუაციაში შენ ჩემთან იქნები. დამეხმარე ადამიანების პოვნაში, რომელთაც შენი სწამთ და მაპოვნინე ბიბლიაზე ორიენტირებული ეკლესია, სადაც ყოველთვის შემიძლია შენი სიტყვის მოსმენა. ამინ!”

დირექტორი და პროფესორ-ემერიტუსი,
დრ. ინჟ. ვერნერ გითი